კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსით ინფიცირებული მესამე გამოჯანმრთელებული პაციენტი
ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პაციენტი 1-დან 2
კვირამდე ვადით თვითიზოლაციაში ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების
ზედამხედველობის ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 3 პაციენტია
გამოჯანმრთელებული, მათგან მეორე გუშინ გაეწერა. საქართველოში ამ
დროისთვის ვირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული.