მარნეულში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დაკავებულია
პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით
1 პირი დააკავა.ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს
დაბადებული ი.ი. დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე
ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - აცხადებენ უწყებაში.