საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს, თბილისის დროით 11:31:55 საათზე 3.3 მაგნიტუდის სიდიდის
მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების რვა კილომეტრის
სიღრმეში დაფიქსირდა.
ეპიცენტრი წყალტუბოს ჩრდილოეთით, სოფელ ყუმისთავთან იყო.