ახალი ამბები
"საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას" - გამყრელიძე
"დღევანდელ სხდომაზე მიმოვიხილეთ როგორც გლობალური, ისე საქართველოში არსებული სიტუაცია. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება იყოს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ, ჯერჯერობით, ბოლო 3-კვირაზე მეტია, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ინფექციისა, ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა და დაახლოებით მივდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ანუ სერიოზული და სწრაფი ეპიდ-აფეთქება ჯერჯერობით არ ფიქსირდება ქვეყანაში" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის 54 დადასტურებული შემთხვევაა და ცნობილია ყველა შემთხვევის წარმომავლობა, მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების კონტროლი.

"მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, განსაკუთებით, ბოლო 5 შემთხვევისა, რომლებიც გამთენიისას დაფიქსირდა. აქედან 3 ახალი გახლდათ ლუგარის ცენტრში, 1 - ბათუმში და 1 - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. ასევე, განმეორებითი იყო რამდენიმე შემთხვევა. იცით, რომ საქართველოში უკვე გამოჯანმრთელდა, ჯამში, 3 პაციენტი. ერთის შესახებ თქვენ გქონდათ ინფორმაცია, ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა გუშინ და ერთიც დღეს. ეს ნიშნავს, რომ 24-საათში მათ ჰქონდათ მიმდევრობით ორი უარყოფითი რეაქცია კორონავირუსის ანტიგენზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ და ვირუსი განულდა ორგანიზმში, მაგრამ მათ ყველას ჩვენი პროტოკოლით ერჩივნათ, გამოჯანმრთელების შემდეგ ორი კვირა კიდევ უნდა დაჰყონ თვითიზოლაციაში და მათ, აუცილებლად, ეს პირობები უნდა დაიცვან. გარდა ამისა, კარანტინში იმყოფება 2712 ადამიანი და თვითიზოლაციაში 2683 ადამიანი. გუშინ 199 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ“ - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენციას და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო, საზოგადოება და კერძო სექტორი გაერთიანდეს.

„ვფიქრობთ, რომ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს იმას, რომ პრევენცია ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა ქვეყანაში. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ, სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება. დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება. ამაზე კარგი იარაღი და ღონისძიება დღეს ეპიდემიის შეჩერებისა და მისი ნელი განვითარებისა არ არსებობს. თავი ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს. სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები და მივყვეთ ყველა იმ რეკომენდაციას რასაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.