პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 115 / 2 ის წიინაღმდეგ დაამტკიცა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის
გამოცემული და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი ბრძანება და დეკრეტი
პარლამენტმა 115 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ საანგებო პლენარულ სხდომას დაესწრო და აღნიშნულ
საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.
პარლამენტმა, ასევე, დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ გაცემული და
პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის მიხედვითაც
მოქალაქეებს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები
ეზღუდებათ. დღეიდან დახურულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვერც მაღაზიებში
ერთდროულად 10-ზე მეტი პირი ვერ შევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული
შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებზეც და დაუშვებელი ხდება, ტაძრებში
ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა.
დამტკიცებული დეკრეტის მიხედვით, იზღუდება კონსტიტუციის მე-13, მე-14,
მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები, მათ
შორის შეკრების თავისუფლების, გადაადგილების და მიმოსვლის, შრომის
თავისუფლების, საჯარო სერვისების მიწოდების, საკუთრების, გაფიცვის,
მეწარმეობის და სხვა უფლებები.
ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის
ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.