ამ წუთებში პარლანემტის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. ამ წუთებში პარლამენტში
სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოდის.
პრემიერ - მინისტრის წარდგინებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული
ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა
გამოცხადდა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პარლამენტმა ასევე უნდა
დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და პრემიერ-მინისტრის
თანახელმოწერილი დეკრეტი, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს
კონსტუტიციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის:
გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის
უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.ამ დეკრეტით
გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.