საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა
დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. ინფორმაციისთვის, 49 ადამიანიდან
1 გამოჯანმრთელებულია.