ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მოკლეს
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, ცეცხლსასროლი
იარაღით, ასევე დაჭრილია ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მძღოლები არიან.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით დაიწყო, რაც
განზრახ მკვლელობას გულისმხობს.