პრემიერმინისტრის განცხადებით შეზღუდვები ეკლებიებსაც დაუწესდათ
10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. ამის
შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა და საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციები
განმარტა.
კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა
ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები,
პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა
განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება
ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი
მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის
ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების
ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა
გიორგი გახარიამ.