საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო
მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ,
საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის
გამოცხადებისთანავე“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.
პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით
მთავრობამ მიმართა, რაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ
ვითარებას უკავშირდება.