კორონავირუსის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას აჩერებს
კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ რეგულარულ სავიზო მომსახურებას
ყველა ქვეყანაში აჩერებს. ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტი ავრცელებს.
„კორონავირუსის პანდემიის გამო 20 მარტიდან აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტი ყველა ქვეყანაში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებში
სავიზო მომსახურებას დროებით აჩერებს. ყველა საიმიგრაციო ან
არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია“, - ნათქვამია
განცხადებაში.
სავიზო მომსახურების აღდგენის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ბოლო
მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 16 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა.