,,უნდა განისაზღვროს და დადგინდეს ტესტირების ფასი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს''- ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის
დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან
ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ კორონავირუსზე ტესტირების
ფასი დადგინდეს .
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ
განაცხადა, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება კერძო
ლაბორატორიებმაც ჩაატარონ.
“საქართველოში სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა, 80% გახლავთ
კერძო, მათ აქვთ ძალიან კარგი ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ იქნება
ეს PSR ტექნოლოგიაზე დამყარებული ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე
დამყარებული ტესტირება თუ სხვა სწრაფი ტესტების ჩატარება და რა თქმა
უნდა, ეს შესაძლებელია''. - განაცხადა გამყრელიძემ.