24 საათის განმავლობაში 25 ახალი მიმართვიანობა ინფექციურ საავადმყოფოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა
ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს ბოლო 24 საათის
განმავლობაში 25-მა პაციენტმა მიმართა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 15 პაციენტის პასუხი ახალ
კორონავირუსზე ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის
დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი, ერთი პაციენტი
გამოჯანმრთელდა და ის თვითიზოლაციას გადის. კარანტინის რეჟიმში 1592
ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ
262 პირი.