კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1500 -მდე საწოლი მზადდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით
1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის
პაციენტების მისაღებად 500-ზე მეტი საწოლია.
,,გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვს
რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით დაინფიცირებული
პაციენტების მისაღებად, ასევე, ჩვენ ვამზადებთ უკვე დამატებით
საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე“, -
განაცხადა ტიკარაძემ.