ახალი ამბები
ბორჯომში რესტორნები დროებით დაიხურა
ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ბორჯომში არსებულმა კაფეების და რესტორნების უმრავლესობამ მუშაობა შეწყვიტა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდება, კერძოდ: მათ ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ მიწოდების სერვისების გზით; იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირება.

აღნიშნულ რეკომენდაციას დაემორჩილნენ ბორჯომში კვების ობიექტები. ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ინფორმაცია რამდენიმე მათგანთან გადაამოწმა.

ერთ-ერთ რესტორანში გვითხრეს, რომ რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება მთავრობის რეკომენდაციის გამოცხადებამდე მიიღეს. მაკა ნოზაძე ტელეკომპანია „ბორჯომთან“ აცხადებს, რომ მათი ბოლო სამუშაო დღე კვირა, 15 მარტი იყო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება კი კვების ობიექტებთან დაკავშირებით 17 მარტს გაჟღერდა.
მაკა ნოზაძე ამბობს, რომ დროებით რესტორანიც დახურეს და არც შეკვეთის ბინაზე მიტანის სერვისი არ აქვთ.

„მთლიანად დავიკეტეთ. თანამშრომლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავი დაგვეზღვია და მუშაობა შეგვეწყვიტა. აქამდე, დეზინფექციას ჩვენი ძალები ვატარებდით, თუმცა ამ მეთოდით არ ვიყავით არცერთი ჩვენგანი დაზღვეული. მე ვერ ავიღებდი იმ პასუხისმგებლობას, რომ აქ ვინმე შემოსულიყო და დაავადების გავრცელების რისკი შესაძლოა გაზრდილიყო, ასე ვერც თანამშრომელს დავიცავდი და ვერც ვერავის. ამიტომ, შევწყვიტე მუშაობა და არც შეკვეთა მიგვაქვს ბინაზე. არ ვიცი, როდემდე ვიქნებით ასეთ რეჟიმში“ - ყვება ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი მაკა ნოზაძე.

ორ სხვადასხვა რესტორანში კი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ შეკვეთილი საკვების ადგილზე მიტანის სერვისს ამუშავებენ და მაგ დროსაც ცდილობენ შეფუთული საკვები სახლის კართან დაუტოვონ. ამბობენ, რომ ამ სერვისით თანამშრომლებს მორიგეობით ამუშავებენ, რომ მინიმალური ანაზღაურება მაინც გადაუხადონ.

„რეკომენდაციის მიხედვით დავიკეტეთ 18 მარტიდან. გვითხრეს, რომ თუ არ შევასრულებდით მოთხოვნას 15 000 ლარით დავჯარიმდებოდით, რისი გადახდის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. ერთადერთი რაც მაწუხებს, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდის საკითხია. ადგილზე მიტანის სერვისი გვაქვს და ასე მონაცვლეობით ვამუშავებ თანამშრომლებს, რომ მინიმალური მაინც ავუნაზღაურო. ნამდვილად არ გვსურს, დაავადების გავრცელებას რისკი გავზარდოთ, ამიტომ რესტორანში მომხმარებლებს საერთოდ აღარ ვიღებთ“ - ამბობს ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ნინო ჯაბიშვილი

„რესტორანი დახურულია, მომხმარებლებს აღარ ვიღებთ. თანამშრომლებს მუშაობა უნდათ და დღის განმავლობაში მოდიან მორიგეობით. შეკვეთილი საკვების ადგილზე მიტანის სერვისს ვამუშავებთ და ამგვარად ვცდილობთ თანამშრომლებს ანაზღაურება მივცეთ. დღეს, ყველას უჭირს და რთულია ადამიანებს უთხრა, აღარ იმუშაოთ, ხელფასს ვეღარ გადაგიხდითო. ვცდილობთ, ამ გაჭირვების დროს ასე ერთად გავიტანოთ თავი“ - გვეუბნება ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი ქეთევან მაღრაძე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს რეკომენდაციით, მომხმარებლისთვის სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები 17 მარტს გამოსცა, რომლის თანახმადაც მათთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.