ირანში საათში სამი ადამიანი კორონავირუსით იღუპება
„ყოველ საათში ირანის 43 მოქალაქე ავადდება, რაც კორონავირუსთან არის
დაკავშირებული და ეს სტატისტიკა მოწმობს სერიოზულ ეპიდემიაზე“, -
განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ყოველ საათში 3
ადამიანი იღუპება ამით.
ჰარირჩის თქმით, ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზია ადამიანების
მიერ საზოგადოებრივ ადგილებზე ყოფნა და ექიმების რეკომენდაციების
იგნორირება.
მედიცინის მუშაკები საავადმყოფოებში ასევე იმ მიზეზით, რომ ადამიანები
მათ რეკომენდაციებს არ ასრულებენ, ავადდებიან ვირუსით და იღუპებიან,
რაც დაუშვებელია“ , - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის
მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი ავრცელებს
ბოლო მონაცემებით, ირანში დაავადებულთა რაოდენობა 17 361 ადამიანს
შეადგენს, დარეგისტრირებულია, სულ მცირე, 1135 ლეტალური შედეგი.