ახალი ამბები
თუ სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა , რა გზას მიმართავს განათლების სამინისტრო
1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს. დგებუაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო შეკუმშული ეროვნული სასწავლო გეგმით, მოდიფიცირებული, ოღონდ გარკვეული პერიოდით. ალბათ, მოხდება აღდგენითი საათების ჩატარება. ამას უკვე დეტალურად შემდეგ გავაჟღერებთ, როგორ ვფიქრობთ ამ ტიპის პროცესის დაწყებას. გვინდა და ვთანამშრომლობთ „პირველ არხთან“, სადაც გამოვიყენებთ სატელევიზიო ბადეს და სასწავლო პროცესის გადატანა მოხდება სატელევიზიო ბადეში. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვექნება ორშაბათს და დეტალებს გავაჟღერებთ. ასევე მუდმივად საუბარია ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხებზე. რეკომენდაციის პაკეტი ყველა საჯარო სკოლას უკვე დაეგზავნა, მათ შორის ეს რეკომენდაციების პაკეტი ნათარგმნია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და მათაც დაგზავნილი აქვთ მშობლიურ ენაზე. ამ რეკომენდაციის ფარგლებში მითითებულია ყველა ის გზა, გაფილტრული პლატფორმები, რომლის გამოყენებაც სკოლას შეუძლია ონლაინ რეჟიმში თავიანთ მოსწავლეებთან და მშობლებთან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გზა“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სატელევიზიო გაკვეთილები ყველა საფეხურის მოსწავლისთვის იქნება, დეტალები კი ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, იმ მოსწავლეებს,რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, მასწავლებლები ტელეფონით დაუკავშირდებიან და დავალებებს მისცემენ .როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტრო მოსწავლეებთან კომუნიკაციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი კი სატელეფონო კომუნიკაციაა.

„საკომუნიკაციო არხად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ეს დამოკიდებული იმაზეა, რა სოციალური ფონია და რომელი საკომუნიკაციო საშუალებაა ეფექტური. ჩვენი მიზანია, განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ ყველა მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მხოლოდ ონლაინ სწავლება არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა და გზა იმისთვის, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია იყოს დაგეგმილი და განხორციელებული“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ მითითება მივეცით მასწავლებლებს, რომ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებისა და ინტერესების ფარგლებში მისცეს დავალება ინდივიდუალურად.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.