დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა იმატა
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ
676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 2 626-ს
მიაღწია. ახალი ვირუსით ქვეყანაში გარადაცვლილია 71 პაციენტი.
გარდა ამისა, როგორც BBC წერს, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი პირველ
პატიმარს დაუდასტურდა.
პატიმარი სასჯელს მანჩესტერში იხდის და ის ამჟამად საავადმყოფოში
იმყოფება. ხელისუფლების ინფორმაციით, ციხეში სხვა არც ერთ პატიმარს არ
დაუდგინდა ვირუსი, თუმცა მიუხედავად ამისა, 13 პატიმარი და ციხის
ადმინისტრაციის 4 თანამშრომელი პრევენციის მიზნით იზოლაციაში იმყოფება