ახალი ამბები
საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების მოწოდება პოლიტიკოსებს
პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობას და ოპოზიციას შორის, რომელსაც ჩვენ გასულ კვირას მტკიცედ მივესალმეთ, წარმოადგენს შესაძლებლობის ფანჯარას საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის, – აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები: ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი). განცხადება გაკეთდა 2020 წლის 11-12 მარტს თბილისში კორლატეანის ვიზიტის შემდეგ.

თანამომხსენებლები მიესალმებიან კონსტრუქციულ სულისკვეთებას, რომლითაც მიღწეული იყო შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საარჩევნო ოლქების საფრთხილო საკითხის ჩათვლით. შესაბამისად, თანამომხსენებლები გამოთქვამენ იმედს, რომ თანამონაწილეობის და თანამშრომლობის ეს ახალი სულისკვეთება გაგრძელდება არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების პროცესშიც.

„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ გასულ კვირაში, ამ შეთანხმებას შეუძლია წვლილის შეტანა პოლიტიკურ გარემოში მუდმივი დაძაბულობის და პოლარიზაციის განმუხტვაში, რომლებიც აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ამ მუხტის შენარჩუნებისკენ და იმავე პოლიტიკური ნების და სიმწიფის გამოჩენისკენ, რათა შეთანხმება შედგეს სხვა საკითხებზეც, რომლებიც მათ შორის უთანხმოებას იწვევს“ – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ამ კონტექსტში თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ დაპირების შესრულება საარჩევნო პროცესის და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით უფრო რთული და სენსიტიური აღმოჩნდა, შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაართულოს ან ეჭვქვეშ დააყენოს ამ დაპირების შესრულება.

ამასთან, მომხსენებლებმა მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყონ ქალი კანდიდატების სათანადო წარმოდგენა მომავალი არჩევნების პროპორციულ და მაჟორიტარულ კომპონენტებში. სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მომხსენებლები მიესალმებიან სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის მიღებას და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი განხორციელება დაუყოვნებლივ და თანმიმდევრულად მოხდება.

მომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააგრძელონ მოსამართლეების დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების გზები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

თანამომხსენებლები ასევე მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ამჟამინდელი საპარლამენტო სესიის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დანიშნონ დამატებითი მოსამართლეები. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დანიშნონ მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანიშვნის პროცედურების შესახებ ამჟამად მოქმედ კანონში შევა ცვლილებები წინა დანიშვნის ციკლში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, თანამომხსენებლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დანარჩენი რეკომენდაციები, კერძოდ ფარული კენჭისყრის გაუქმებასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან და შერჩევის ერთიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემოღებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამსახურებებზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი.

თანამომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეამცირონ წინასასამართლო დაკავების გამოყენება, რაც ჯერ კიდევ ხშირად ხდება და წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან და აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეიძლება პოლიტიკური მოტივებით იყოს გამოყენებული.

ისინი მიესალმებიან ხელისუფლებისა და მმართველი უმრავლესობის მზაობას შემუშავდეს ადმინისტრაციული კანონდარღვევების შესახებ ახალი კანონი, რადგან მოქმედი კანონი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს – იძლევა რა მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

”კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური გარემო საქართველოს პოლიტიკურ ველზე, რაც ხელს შეუწყობს ამ რეფორმების განხორციელებას და რამაც შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ პროცესში“ - აცხადებენ თანამომხსენებლები.

შეგახსენებთ, ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
20:59 / 28.11.2024
რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობს, გადაიკეტა.
19:58 / 28.11.2024
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა გადაკეტეს.
28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ
რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ
პროცესებში არ ერევა.
19:01 / 28.11.2024

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში
არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე,
2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე
ევროკავშირის მხრიდან.
18:36 / 28.11.2024
პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.