რა ვითარებაა გზებზე
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის
რესპუბლიკის საზღვარი) გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში
მიმდინარეობს.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშრების რეჟი მოიხსნა და გაწმენდითი
სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის, მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების
რეჟიმი ნარჩუნდება და მოძრაობა აკრძალულია.
ვაზიანი-გომბრი-თელავის გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის
განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დრისთვის, მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია და მოძრაობა
თავისუფალია.