ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა სოფელ აწყურთან
დღეს, 17 მარტს ახალციხეში, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ
დაიმორჩილა და ტრანსპორტი მოუცურდა.შემთხვევა, სოფელ აწყურთან მდებარე
ხიდზე დილის საათებში მოხვდა , ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და
სამაშველო ეკიპაჟები. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას
,,სამხრეთის კარიბჭე'' ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო. რაც
გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის
წესების დარღვევას, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების,
ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან
ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 250
ლარის ოდენობით.