,,ველოდებით კორონავირუსის უფრო მეტ გავრცელებას''- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე
საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ
მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს
მკურნალობენ.
ხელოვნური სუნთქვის სულ 150 აპარატია მომზადებული, თუმცა მათი
გამოყენების საჭიროება ჯერ არ დამდგარა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია კორონავირუსის
მეტი გავრცელება.ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო
პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა უკვე სისტემას ჰყავს მიღებული. ახლა
ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო
კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც
ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც
24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა
როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების
მისაღებად და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა
მზადაა მიიღონ ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით“, -აღნიშნა
მინისტრმა.