გზებზე მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთას მონაკვეთზე
დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის
მონაკვეთზეც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო
გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა)
მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.