აკრძალული მოძრაობა - რა ხდება გზებზე
ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო
გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე, აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა)
მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.