სომხეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა
სომხეთში კორონავირუსით დაავადების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა
Facebook-ზე გაავრცელა.
ამგვარად, სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 30 -მდე გაიზარდა,
კარანტინში კი 300 ადამიანი იმყოფება, აღნიშნული ვითარების გამო
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 16 მარტს გამოაცხადეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ალ ჯაზირა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით
ვრცელდება. მათი ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 16 აპრილამდე
გაგრძელდება.