ახალი ამბები
გიორგი ნათენაძის გზავნილი კარანტინიდან
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები გიორგი ნათენაძე, საკუთარ Facebook გვერდზე იმ პირობებზე წერს, რაც საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებულს, საკარანტინო ზონაში გადაყვანის დროს დახვდა.


საკარანტინო პერიოდს ის ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადის. ნათენაძე, საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას და ამბობს, რომ გაიარონ კარანტინი, საშიში საქართველოში არაფერია.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ უცვლელად გთავაზობთ, გიორგი ნათენაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს.

"კორონა - დღე პირველი
არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.
არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.



მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო სპუტნიკი, დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია 
- დღეში სამჯერადი კვება
- სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
- ტელევიზორი და ინტერნეტი
- ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში



მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე წესით. თუ სამუშაო გაქვთ მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.
შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე 
თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ .
კარებზე რომ მოგიკაკუნებენ ესეიგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს : ან სიცხეს გიკონტროლებს. ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს.



ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი
და
ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ - თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.
ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითმფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინავაროო, "ბიზმესმენი" ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რამინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს "ბიზმესმენი" . 



საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ თუ არ მოგწონთ.
სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით. 



თუ გაქცევას დააპირებთ იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3 წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ
აბა კარგი დასვენება.
თუ არ გავერთიანდით ტოროლას ვერ დავამარცხებთ
ხოდა კიდევ დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით"

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.