„მშვიდობის კორპუსი“ მსოფლიოს მასშტაბით, დროებით მუშაობას აჩერებს
„მშვიდოების კორპუსი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას დროებით
აჩერებს და მოხალისეების ევაკუაციას გეგმავს. ინფორმაციას „ესოშიეთის
პრესი“ ავრცელებს.
ღია წერილში, რომელიც ორგანიზაციის დირექტორმა, ჯოდი ოსლენმა
გამოაქვეყნა, ის აცხადებს, რომ რადგან მოგზაურობა დღითიდღე უფრო რთული
ხდება, სააგენტო თავად განახორციელებს თავისი მოხალისეების
ევაკუაციას.
ცნობისთვისთვის, მშვიდობის კორპუსი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში
დაახლოებით 235 000 მოხალისით ოპერირებს.