პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულოცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალი მძღოლები ტრადიციულად, მთელი
ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეაჩერეს,
თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.