გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა საკარანტინო რეჟიმი გაიარეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინური
კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და
იანვრის თვეში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
მიერ დადგენილი საკარანტინო პერიოდი გაიარეს. არცერთ მათგანს კორონა
ვირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ
გამოუვლინდა.
ჩინეთის მოქალაქეებმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, საკარანტინო
პერიოდი გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, იზოლირებულად,
ჯანდაცვის წარმომადგენლების მონიტორინგის ქვეშ.
საერთო ჯამში, საკარანტინო პერიოდი 83-მა ჩინეთის მოქალაქემ
გაიარა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის
მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ჩინელი
კონტრაქტორების მხრიდან შეჩერებულია ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა
საქართველოს ტერიტორიაზე.