შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის
ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.
ბაკურიანის პოლიციის განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო
ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა
კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში იმუშავებს როგორც
საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი.
შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე,
დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო
დარბაზი. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე
პირებისთვის.
ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში ასევე განთავსებულია შინაგან
საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ბაკურიანის
დროებითი მოთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
იზოლატორი.
შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან
სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული
მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში
არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ
გომელაური რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით
განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო.
მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი
დავალებები მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.