ახალი ამბები
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად, ბორჯომში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი. "დღეს ქალაქ ბორჯომში გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა. ეს შენობა აშენდა და კეთილმოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ოთხი ახალი შენობის მშენებლობა, რომელთაგან ერთ-ერთი უმოკლეს ხანში შევა ექსპლუატაციაში. მეხანძრე-მაშველის პროფესია არის უაღრესად რთული და რისკებთან დაკავშირებული. ამასთან დაკავშირებით, სამსახური ცდილობს, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს და ყველა პირობა შექმნას, რათა ამ ადამიანებმა მოახერხონ და ღირსეულად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტს შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს ახალი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, ქალაქ ბორჯომში სახანძრო-სამაშველო შენობა არ არსებობდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი განყოფილება სხვადასხვა დანიშნულების შენობებში იყო განთავსებული.
ორსართულიან შენობაში მოწყობილია 4 სპეცმანქანაზე გათვლილი სპეციალური სადგომი და იგი უზრუნველყოფილია 10-ტონიანი სარეზერვო წყლის სისტემით.

ახალ შენობაში მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად და მოსასვენებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი - თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და საძინებელი ოთახები, სპორტული დარბაზი, ასევე, სამზარეულო და სასწავლო ოთახი, რომელიც აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და ავეჯით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქალაქ ბორჯომის სამმართველოს შენობაში, სახანძრო-სამაშველო ძალების გარდა, ამავე სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული დანაყოფიც განთავსდა.

ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბორჯომის სამმართველოს ავტოპარკს უახლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, "მაგირუსის" მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტს და საჭიროების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის მხარეს სრულად მოემსახურება.



















Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.