თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
დიღმის მასივში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამ წუთებში
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით
დაიწყო. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი
ნაწილით(ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის 3-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძება-შენახვა, ტარებას გულისხმობს.