შსს-ს განცხადება, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრების შემოწმებასთან დაკავშირებით
14:22 / 01.03.2020
შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს
თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის
მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან
შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.
სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, მესაზღვრეს აქვს წინასწარი ინფორმაცია
ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის გადაადგილების შესახებ, გარდა
ამისა,მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე ადგილზეც ხდება მოქალაქის
გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. რისკის მატარებელი
მგზავრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება ადგილზე მყოფი ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და
საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დამატებით,
შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი
მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად
განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების გადაცემა სხვა
დანაყოფებისთვის არ ხდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.