საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მიწისქვეშა ბიძგები 28 თებერვალს თბილისის დროით 23:15 საათზე
დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.