ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და
ლიპყინულის გამო, ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო
გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნულია
ინფორმაციაში.