NDI მიუკერძოებელი ორგანიზაციაა - აშშ-ის საელჩო
აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი
დეგნანი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] პრეზიდენტს, დერეკ
მიტჩელს შეხვდა.
მათ საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, NDI მიუკერძებელი ორგანიზაციაა და აშშ-ის
საელჩო სიამაყით თანამშრომლობს მასთან.
,,ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიუკერძოებელი ორგანიზაციაა,
რომელიც მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს უჭერს მხარს. NDI
საქართველოში ოც წელზე მეტია რაც მუშაობს.
აშშ-ის მთავრობა სიამაყით თანამშრომლობს NDI-სთან, რათა ხელი შეუწყოს
ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებასა და გაძლიერებას, რომელიც
უპასუხებს ქართველი ხალხის საჭიროებებს",- წერია საელჩოს მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.