თავი შეიკავეთ ირანში მოგზაურობისგან - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას
ურჩევს.
ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის
გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ
საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ
დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:
+989352110274;
+989122997726;
+989108201041“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.