2019 წელს ხელისუფლებამ საპატრიარქოს 100 670კვ.მ. მიწის ფართობი გადასცა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2019 წელს
ხელისუფლებამ
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670მ2 მიწის ნაკვეთი
გადასცა. ორგანიზაციამ აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოსგან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.
როგორც EMC-ში ამბობენ, საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი
გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56 პროცენტი
მუსლიმია.
EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და
სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ
პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ
პრივილეგიას ანიჭებს.
"ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების
პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ
გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული
რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა
რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა", —
ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: on.ge