ქართული ოცნების გენერალურმა
მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარ ტვიტერზე
დაწერა,
რომ პარტია ქართული ოცნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით
ოპოზიციასთან დიალოგისათვის მზადაა. აღნიშნულ პოსტზე კალაძემ
დასავლელი პარტნიორები მონიშნა, მათ შორის: კონგრესში საქართველოს
მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი, სენატის საგარეო
საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და ევროპარალამენტის
პოლიტიკური ჯგუფები.
"პარტია ქართული ოცნება მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები
ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე მისაღევ საარჩევნო სისტემაზე
2020 წლის არჩევნებისთვის", — წერს კალაძე.