გურამ ხარხელი - წაღვერის სკოლის ყოფილი დირექტორი გარდაიცვალა
70 წლის ასაკში წაღვერის საჯარო
სკოლის ყოფილი დირექტორი, გურამ ხარხელი გარდაიცვალა.
იგი ათეულობით წლები განათლების სისტემაში მუშაობდა. ბოლო წლების
განმავლობაში ავადმყოფობდა, თუმცა წაღვერის სკოლაში 2019 წლის
ბოლომდე იმუშავა.
გამორჩეული, თავმდაბალი, კოლორიტი პიროვნება. კაცი რომელიც დააკლდა
ქალაქს - წერენ მასზე კოლეგები.