ახალი ამბები
ჩინეთში "ინფიცირებულ" ფულს ასუფთავებენ და ანადგურებენ
ჩინური ბანკები ამიერიდან ახალ წესებს უნდა დაემორჩილონ: მათ ნაღდი ფულის დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებითა და მაღალი ტემპერატურით უნდა მოახდინონ, შემდეგ კი ბანკნოტები 7-14 დღის განმავლობაში უნდა შეინახონ, სანამ ბრუნვაში თავიდან ჩაუშვებენ. ცენტრალური ჩინეთის მთავრობამ ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ამ ახალმა ზომებმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი, რომელსაც Covid-19 უწოდეს, მყარ ზედაპირზე რამდენიმე საათის განმავლობაში ცოცხლობს. ამის გამო საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე ლიფტის ღილაკებს, კარის სახელურებს და საერთო სივრცეს გამუდმებით უკეთებენ დეზინფექციას. შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ღელავს ნაღდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის.

ნაღდი ფული, რომელიც საავადმყოფოებიდან ან ბაზრობიდან მოდის, გაწმენდას არ ექვემდებარება. მას ცენტრალური ბანკი ანადგურებს.


იმისთვის, რომ ფულის დეფიციტი არ შეიქმნას, ბანკი ახალ, "სუფთა" ბანკნოტებს გამოუშვებს. მხოლოდ იანვარში 4 მილიარდი იენის, ანუ $573 000-ის ეკვივალენტი ბანკნოტები დაიბეჭდა უხანისთვის. მთავრობა ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ნაღდი ოპერაციები და მოქალაქეებს ციფრული ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს.

უცნობია, რეალურად რამდენად საშიშია "ინფიცირებული" ფული - ვირუსი რამდენიმე საათის შემდეგ კვდება, დეზინფექცია კი სავსებით საკმარისი უნდა იყოს, თუმცა, როგორც ჩანს, ჩინეთს გარისკვა არ სურს.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ნაღდი ფული ძალიან ბინძურია. თითოეული ბანკნოტი შეიცავს იმ გარემოს ნაწილაკებს, სადაც მანამდე იყო და ეს ნაწილაკები ადამიანებიდან ადამიანებს გადაეცემა.

მაგალითად, დოლარის კუპიურებზე შეგიძლიათ ნახოთ ცხოველების დნმ, ნარკოტიკების კვალი, ასობით სახეობის ბაქტერია და ვირუსები. ფულზე დაკვირვებით იმის გაგებაც კი შეიძლება, რომელ რეგიონში უმეტესად რა ტიპის საკვებს ჭამენ.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ამჟამად 71 000-ს აღწევს, დაღუპულია 1 775 ადამიანი



წყარო: on.ge


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.