ნიღბები ივანიშვილის გამოსახულებით - როგორ შეხვდნენ შოთაძეს პარლამენტში
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორობის კანდიდატს ირაკლის
შოთაძეს უსმენენ ოპოზიციის წევრები
მივიდნენ. ევროპული საქართველოს დეპუტატ ელენე ხოშტარიასა და
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის
ნიღბები ჰქონდათ გაკეთებული.
"თქვენ იმიტომ კი არ გნიშნავთ ივანიშვილი, რომ სხვა მონას ვერ
იპოვიდა. არა? თქვენი დანიშვნით ეუბნება მათ, რომ მათი აზრი არ
აინტერესებს. იმიტომ, რომ თქვენ საზოგადოებრივი პროტესტს ფონზე
დატოვეთ თანამდებობა", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ და ბანერი წარწერით
"მონა" გაშალა.
ხოშტარია კომიტეტის სხდომაზე სიის დარიგებას ცდილობს, რომელიც მისი
თქმით, პოლიტპატიმრების სიაა. მას კომიტეტის თავმჯდომარემ წესრიგის
დაცვისკენ მოუწოდა.