კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა
82 წლის ასაკში ქართველი
კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო
არტისტი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო
კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან
მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე
სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის
შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.
მას ეკუთვნის ასევე „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის
მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია” (1987).
გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005
წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.
წყარო: 1TV.GE