ბოტასები პარლამენტთან - აქტივისტები შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ
სამოქალაქო აქტივისტებმა
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბოტასები კედელზე მიამაგრეს.
ისინი პარლამენტში ითხოვენ შესვლას, თუმცა სამართალდამცველები მათ არ
უშვებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული,
სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ზვიად კუპრავს თქმით, ბოტასები დღევანდელი პროკურატურის სიმბოლოა.
პარლამენტთან ზვიად კუპრავა და სამოქალაქო აქტივისტები გენერალური
პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ აქციას
მართავენ.
"ბოტასები არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის,
ფარცხალაძის, შოთაძის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიტანეთ ბოტასები იმ
ფოტოებთან ერთად, რა საქმეებიც გააყალბეს. შევახსენოთ საზოგადოებას
კიდევ ერთხელ თუ ვის აძლევს უფლებამოსილებას პროკურატურა, ვის აძლევს
6 წლიან მანდატს პროკურატურაში მთავარ პროკურორად მუშაობის", — თქვა
ზვიად კუპრავამ.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს
გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა
დანიშნული.