კორონავირუსის სიმპტომების დამალვისთვის ჩინეთი სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს
კორონავირუსის სიმპტომების დამალვისთვის ჩინეთში სისხლისსამართლებრივი
დევნა დააწესდა. იტყობინება Deutsche Welle ჩინეთის სასამართლოს
განცხადების საფუძველზე.
მას, ვინც საკუთარი სიმპტომების დამალვით გამოიწვევს ინფექციის
გავრცელებას, შეიძლება მიესაჯოს 10 წლამდე ან უვადო პატიმრობა, ასევე
სიკვდილით დასჯა.
საკუთარი სიმპტომების დამალვის გარდა, პასუხისგებაში მიეცემა
პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამახინჯება და
მოგზაურობის ისტორიის დამალვა, განმარტავს გამოცემა.
მანამდე, ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ადმინისტრაციამ, ყველა საკურორტო
ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. ქალაქის
მაცხოვრებლებს ეკრძალებათ თავიანთი უბნების დატოვება.
შეგახსენებთ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 665-ს
მიაღწია.