ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 665-მდე გაიზარდა
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა და
დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია
- ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 68
500-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 20-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ვირუსის
500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, დღემდე, ჩინეთის გარეთ, ვირუსით
გარდაცვალების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში,
ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.