გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში
დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. გუდაურის სამაშველო
სამსახურმა სამძებრო ოპერაცია დილის 07:30- ზე განაახლა.
ცხედარი დაახლოებით ორ საათში აღმოაჩინეს.
15 თებერვალს, რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე
ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე
სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო
სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოიყვანა შეძლო.