კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ევროპაში
BBC-ის ინფორმაციით ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი
შემთხვევა საფრანგეთში დაფიქსირდა.
ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში
სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით
გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და
ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულია 500-მდე ადამიანი.