ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1016-დე გაიზარდა
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით ჩინეთში,
კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა. მათგან 103
ეპიდაფეთქების ეპიცენტრში - ჰუბეის პროვინციაში.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს მიაღწია.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი
2,478-ით გაიზარდა და, საერთო ჯამში, 42,638-ი დადასტურებული
შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყნის ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრ ლი კეციანის ხელმძღვანელობით,
გუშინ საგანგებო შეხვედრა გამართეს და ვირუსთან დაკავშირებულ
საკითხებზე იმსჯელეს. მათი თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი დამცავი
პირბადე და სპეციალური ტანსაცმლი. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან
უხანში 20,000-მდე მედპერსონალია გაგზავნილი და მათ უახლოეს დღეებში
მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევები
დადასტურებულია 24 ქვეყანაში.