ახალი ამბები
იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 3%-ით შემცირდა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით 2020 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 314,079 მგზავრს მოემსახურა, რაც -3 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 324,552 მგზავრი).

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის იანვარში 211,590 მგზავრს მოემსახურა, რაც -16 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 252,176). ამის მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2019 წლის 8 ივლისს საქართველოსთან ცალმხრივად შეჩერებული საჰაერო მიმოსვლაა, ასევე კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა.
2020 წლის იანვარში საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იანვარში 79,759 მგზავრს მოემსახურა, რაც 43 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 55,895 მგზავრი).

თბილისისგან განსხავებით, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 22,001 მგზავრმა ისარგებლა. რაც 38 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წლის იანვარი 15,973 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 60% გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა. (2019 წლის იანვარი 401 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 3 წლის გახდა, გასულ თვეს 88 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -18 % შემცირდა (2019 წლის იანვარი 107 მგზავრი). ამის მიზეზი რეისების კლება იყო. უამინდობის გამო იანვარში ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით მხოლოდ 7 რეისი შესრულდა, რაც -22 % ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 9 რეისი).

ადგილობრივ აეროპორტებში, მგზავრთნაკადის კუთხით 2020 წლის იანვარში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები იანვარში ჯამში 729 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 508 მგზავრი)

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.